„განვიხილავთ დამატებით ღონისძიებებს რუსეთის მიმართ, გამოვხატავთ სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ“, - ამის შესახებ საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ უკრაინის საელჩოში განაცხადა, სადაც უკრაინის ელჩის მიწვევით იმყოფებოდა.
„იაპონიამ გუშინ გამოაცხადა ეკონომიკური სანქციები და სხვა ღონისძიებები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე განვიხილავთ დამატებით ღონისძიებებს მჭიდრო კომუნიკაციით სხვა ქვეყნებთან ერთად, მათ შორის „დიდი შვიდეულის“ ფორმატში. ეს იყო ჩვენი გზავნილი ტოკიოდან. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ“, - განაცხადა ელჩმა.
ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.