logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაში
- +

24 თებერვალი. 2022. 23:19

 

 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაში, სადაც უკრაინის საკითხზე იმსჯელეს.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო და ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის საპასუხოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი და მტკიცე პასუხის აუცილებლობას. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ზოგადად ევროპის და მსოფლიო უსაფრთხოებას,  ეწინააღმდეგება რა გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციაზე  და იმ მძიმე შედეგებზე, რომელსაც  საქართველო განიცდის საკუტარი ტერიტორიების  ოკუპაციის და ადგილზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს გამო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner