logo_geo
eng_logo
კარლ ვოლოხი: რომ შეეძლოთ კიევის აღება, ალბათ უკვე გააკეთებდნენ ამას
- +

25 თებერვალი. 2022. 00:24

 

 

„რომ შეეძლოთ კიევის აღება, ალბათ უკვე გააკეთებდნენ ამას. ჯერჯერობით ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდებიან და შესაძლებელია კორექტირება შეიტანონ თავიანთ გეგმაში“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა კარლ ვოლოხმა გადაცემაში „იმედი LIVE“ უკრაინაში რუსეთის მიერ შეჭრაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება. არ ვიცით რამდენი ჯარისკაცი შემოვა, სად, რომელი მხრიდან, რას გააკეთებენ. დღეს უკვე ჩერნობილის ატომური სადგური დაიკავეს. ესვრიან თუ არა ამ სადგურებს? არის თუ არა საფარის დაბომბვის საშიშროება? ვინ იცის? ჩვენ აბსოლუტურად არაპროგნოზირებად სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს არავითარი ფასი არასოდეს არ ჰქონია“, - აღნიშნა ვოლოხმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner