logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო მის შესაძლებლობებში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს დავეხმაროთ
- +

25 თებერვალი. 2022. 00:25

 

 

„საქართველო მის შესაძლებლობებში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს დავეხმაროთ და გავაკეთოთ ის, რა შესაძლებლობებიც ჩვენ გვაქვს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი ძალის ყველა წევრმა ნათლად გამოხატა უკრაინის მიმართ სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა.

 

„რა შესაძლებლობები გაგვაჩნია ჩვენ და რა უნდა გავაკეთოთ? რა თქმა უნდა, პირველი ეს არის სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც ყველამ ძალიან მკაფიოდ და ნათლად გამოხატა. იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის წევრები. დღეს საქართველოში ვისაც უნდა ჰკითხოთ, ყველა მხარს უჭერს და გულშემატკივრობს უკრაინას. გარდა ამისა,საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეგვიძლია ვიმოქმედოთ კოორდინირებულად და ვიყოთ მათთან კონსულტაციების რეჟიმში. საქართველოს შესაძლებლობები არის შეზღუდული და ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენ ჩვენს შესაძლებლობებში არ შეიძლება შევედაროთ თუნდაც მთლიანად ევროპას, ან ევროპის რომელიმე სახელმწიფოს. ჩვენი სიმტკიცე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ კოორდინირებულად ვმოქმედებთ და ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რაც უზრუნველყოფს, რომ უსაფრთხოების პრობლემები კიდევ უფრო არ გაზვიდდეს. მესამე, გვჭირდებოდა და გვაქვს გადაწყვეტილებები, რომელიც მიმართულია და ჰუმანიტარული ხასიათისაა. იცით, რომ ბევრი უკრაინელი მოქალაქეა საქართველოს ტერიტორიაზე, ტურიზმის დეპარტამენტმა უკვე სპეციალური ცხელი ხაზი შექმნა და ჩვენ უკრაინელ მეგობრებს ვთავაზობთ, რომ თუ მათ დაბრუნების პრობლემა აქვთ და რა თქმა უნდა, არის ეს პრობლემა, როდესაც ასეთი აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა საჭიროებით, რაც მათ გააჩნიათ. ერთსაც დავამატებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს გაფართოებულ მინისტერიალის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მკაფიოდ იყო მხარდაჭერა გამოხატული, ამიტომ საქართველო მის შესაძლებლობებში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს დავეხმაროთ და გავაკეთოთ ის, რა შესაძლებლობებიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner