logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: პუტინი რომ აგრესორია და რუსეთი რას წარმოადგენს, ეს 300 წელია ვიცით ქართველებმა, ამას არ სჭირდება ლიაკა ხოშტარიას გამოხტომები
- +

25 თებერვალი. 2022. 00:48

 

 

„პუტინი რომ აგრესორია და რუსეთი რას წარმოადგენს, ეს 300 წელია ქართველებმა ვიცით, ამას არ სჭირდება ლიაკა ხოშტარიას გამოხტომები. ლიაკა ხოშტარიას გამოხტომები სჭირდება რუსეთის უშიშროებას იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია შექმნას საქართველოში“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს საქართველოში რუსეთის ინტერვენციის საბაბი შექმნან. ეს მცდელობა არის პერმანენტული. ერთ-ერთი ასეთი მცდელობა, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა, იყო ჩეკისტი ვაშაძის პრეზიდენტად მოყვანა საქართველოში, როდესაც რუსეთის გავლენა საქართველოზე იქნებოდა ღია და ცალსახა, იმიტომ რომ როცა КГБ-ს თანამშრომელი ხდება შენი ქვეყნის პრეზიდენტი, ლაპარაკი ზედმეტია. იყო გავრილოვის ეპიზოდი, რომელიც მთლიანად იყო მოწყობილი. იყო მცდელობა ტელეეკრანებიდან პუტინის შეურაცხყოფის მცდელობა. ყველა ის ადამიანი, ვინც მოიაზრება ოპოზიციის ამ ჭაობში, არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, უბრალოდ სხვადასხვა სახელები დაირქვეს“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner