უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ რუსეთის ძალების თავდასხმას 57 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 169 - დაშავდა.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საოკუპაციო ძალებმა საავადმყოფოებსა და სამედიცინო მუშაკებს ცეცხლი გაუხსნეს.
მან ასევე აღნიშნა, მოცემულ ეტაპზე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სტაბილურად მუშაობს.
ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.