logo_geo
eng_logo
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი: რუსეთის ძალების თავდასხმას 57 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 169 - დაშავდა
- +

25 თებერვალი. 2022. 00:55

 

 

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ რუსეთის ძალების თავდასხმას 57 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 169 - დაშავდა.

 

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საოკუპაციო ძალებმა საავადმყოფოებსა და სამედიცინო მუშაკებს ცეცხლი გაუხსნეს.

 

მან ასევე აღნიშნა, მოცემულ ეტაპზე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სტაბილურად მუშაობს.

 

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner