logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: გზა ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ...
- +

6 აგვისტო. 2016. 13:20



ირაკლი ბათიაშვილმა „სახალხო კრება" დატოვა, მაგრამ როგორც ის აღნიშნავს საერთოდ პოლიტიკიდან არ წასულა და თუ პოლიტიკური ვითარება მოითხოვს კვლავ ჩაერთვება და გამოჩნდება პოლიტიკურ ასპარეზზე. ამის შესახებ ბათიაშვილი „ალიას" ესაუბრა.


„საერთოდ პოლიტიკიდან არ წავსულვარ, ამჟამად დაკავებული ვარ სხვადასხვა უნივერსიტეტებში ლექციების კითხვით, ვამთავრებ ფილოსოფიურ წიგნს, რომლის პრეზენტაციაც ძალიან მალე გაიმართება, მაგრამ პოლიტიკა ისევ ისე მაინტერესებს, როგორც ადრე.

 

თუ პოლიტიკური ვითარება მოითხოვს, ისევ აქტიურად გამოვჩნდები ასპარეზზე.

 

55 წლის კაცი ვარ, ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული, ყველა კატაკლიზმა გავიარე, რაც ჩემს ქვეყანაში მოხდა. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი არ მაქვს. არ მაქვს იდეაფიქსი, რომ პარლამენტში სავარძელი დავიკავო. ვთვლი, რომ ახლა გზა ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ...

 

ბურჯანაძის პარტიაში არასდროს ვყოფილვარ, ჩვენ ერთად ვიყავით „სახალხო კრებაში", ჩვენ ერთად ვიბრძოდით სააკაშვილის მახინჯი რეჟიმის წინააღმდეგ და ვფიქრობ, რომ ჩვენმა ერთობამ, რომელშიც ნინო ბურჯანაძე უდიდეს როლს თამაშბდა, პრაქტიკულად, ლოკომოტივის როლი შეასრულა, თორემ მე სააკშვილს 2003 წლიდან ვებრძოდი, როცა ე.წ. „ვარდების რევოლუციით" ხელისუფლებაში მოვიდა", - აღნიშნა ირაკლი ბათიაშვილმა.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner