logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: ჩვენი ძალები ევროპაში არა უკრაინაში საბრძოლად, არამედ ჩვენი ნატოელი მოკავშირეების დასაცავად მიემგზავრებიან
- +

25 თებერვალი. 2022. 01:10

 

 

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ის სამხედრო ძალები უკრაინისა და რუსეთის კონფლიქტში არ ჩაერევიან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა.

 

„ჩვენი ძალები ევროპაში არა უკრაინაში საბრძოლად, არამედ ჩვენი ნატოელი მოკავშირეების დასაცავად მიემგზავრებიან. შეერთებული შტატები ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს ამერიკული ძალის სრული სიმძლავრით დაიცავენ“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

პრეზიდენტს სჯერა, რომ დღეს ნატო ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს .

 

ათასობით ამერიკელი სამხედრო აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებშია გაგზავნილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner