logo_geo
eng_logo
აშშ-მა რუსეთის ოთხ მსხვილ ბანკს, მათ შორის VTB ბანკს სანქციები დაუწესა
- +

25 თებერვალი. 2022. 01:23

 

 

აშშ-მა რუსეთის ოთხ მსხვილ ბანკს, მათ შორის VTB ბანკს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

 

სანქციების თანახმად, აშშ-ში აღნიშნული ბანკების ანგარიშები დაიბლოკება.

 

„ეს რუსეთის ეკონომიკისთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს, როგორც დაუყოვნებლივ, ასევე დროთა განმავლობაში. ჩვენ მიზანმიმართულად შევიმუშავეთ ეს სანქციები რუსეთზე გრძელვადიანი გავლენის მაქსიმალურად გაზრდისა და შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებზე ზემოქმედების შესამცირებლად“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

აშშ-ის, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ მიერ შეთანხმებული სანქციები შემდეგ საკითხებს ეხება:

 

რუსეთის შესაძლებლობის შეზღუდვა აწარმოოს ბიზნესი დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენში

რუსული არმიის დაფინანსების შესაძლებლობის შეჩერება

რუსეთის უნარის შემცირება კონკურენცია გაუწიოს მაღალტექნოლოგიურ 21-ე საუკუნის ეკონომიკას

სანქციები რუსულ ბანკებზე, რომლებიც ერთობლივად დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის აქტივებს ფლობენ

„ჩვენ ასევე ვბლოკავთ კიდევ ოთხ მსხვილ ბანკს. ეს ნიშნავს, რომ ყველა აქტივი, რომელიც მათ ამერიკაში აქვთ, გაიყინება“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner