უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მას განუცხადა, რომ აშშ უკრაინას ახალ თავდაცვით იარაღს მიაწვდის.
„სახელმწიფო მდივანს ვესაუბრე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის შეჩერების გზებზე. მან ინფორმაცია მომაწოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებზე, ასევე აშშ-ის გეგმაზე, რომ უკრაინას თავდაცვითი იარაღი მიაწოდოს“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.