logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: საშინელი რუსული რაკეტები კიევს უტევენ
- +

25 თებერვალი. 2022. 10:11

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება კიევზე რუსი სამხედროების მიერ ღამის სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, მსგავსი გამოცდილება უკრაინამ 1941 წელს განიცადა.

 

„საშინელი რუსული სარაკეტო დარტყმა კიევზე. ბოლოს მსგავსი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც მას თავს ნაცისტური გერმანია დაესხა. უკრაინამ დაამარცხა ის ბოროტება და დაამარცხებს ამასაც. შეაჩერეთ პუტინი. მოახდინეთ რუსეთის იზოლირება. გაანადგურე ყველა კავშირი. გაწყვიტეთ ყველა კავშირი. რუსეთი გააგდეთ ყველაფრიდან“, - წერს დმიტრო კულება

 

შეგახსენებთ, დილის 4:20 საათზე  დედაქალაქის რაიონში 2 ძლიერი აფეთქება გაისმა.

 

უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევები საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს მოხვდა , რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner