logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ადრე თუ გვიან, რუსეთს ჩვენთან ლაპარაკი მოუწევს
- +

25 თებერვალი. 2022. 10:13

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა და მოსახლეობას მიმართა. მან რუსეთის ქმედებები 1941 წელს შეადარა და ასევე, რუსებს ომის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდა.

 

„დღეს ღამით დაიწყეს გმირი ქალაქის - კიევის საცხოვრებელი უბნების დაბომბვა, ეს ყველაფერი 1941 წელს მოგვაგონებს. რუსეთის ფედერაციის ყველა მოქალაქეს, ვინც გამოდის საპროტესტო აქციაზე, მინდა ვუთხრა - ჩვენ თქვენ გხედავთ. იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, რუსეთს ადრე თუ გვიან, მოუწევს უკრაინასთან საუბარი იმაზე, როგორც უნდა დასრულდეს საომარი მოქმედებები.

 

„უკრაინელები აჩვენებენ ნამდვილ გმირობას. რუსული ჯარი ბევრი მიმართულებით შევაჩერეთ. მიმდინარეობს ბრძოლა, რუსეთის თავდასხმა გრძელდება. ისინი ცდილობენ, დაგვღალონ , მაგრამ არ დავიღლებით. ადრე თუ გვიან, რუსეთს მოუწევს ჩვენთან ლაპარაკი, საუბარი იმაზე, როგორ დავასრულოთ საომარი მოქმედებები და ეს შემოჭრა. რაც უფრო სწრაფად დაიწყება ეს საუბარი, მით უფრო ნაკლები იქნება დანაკარგი, მათ შორის რუსულ მხარესაც“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner