logo_geo
eng_logo
კანადამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა
- +

25 თებერვალი. 2022. 10:28

 

 

„კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა“, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

 

მისი თქმით, ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“.

 

კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner