logo_geo
eng_logo
ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
- +

25 თებერვალი. 2022. 10:29

 

 

„ევროკავშირმა რუსეთს სანქციების მეორე პაკეტი დაუწესა“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, სანქციები რუსეთის საბანკო ბაზრის 70%-ს და სახელმწიფო კომპანიებს, მათ შორის, თავდაცვის სექტორსაც შეეხება. იკრძალება თვითმფრინავებისა და აღჭურვილობის მიყიდვა რუსული ავიაკომპანიებისთვის. ენერგეტიკის სფეროსთვის დაწესებული შეზღუდვები კი შეუძლებელს გახდის რუსეთის

 

ნავთობგადამამუშავებული ქარხნების მოდერნიზაციას. ევროკავშირის სანქციების გარდა, რუსეთს, თავის მხრივ, დამატებით სანქციებს დაუწესებს საფრანგეთიც. პრეზიდენტ მაკრონის თქმით, უკრაინა საფრანგეთისგან 300-მილიონიან დახმარებას და სამხედრო ტექნიკას მიიღებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner