დღეს NATO-ს საგანგებო სამიტი გაიმართება, რომელსაც ასევე ევროკავშირის, ფინეთისა და შვედეთის ლიდერები დაესწრებიან.
იენს სტოლტენბერგი რუსეთის თავდასხმას ბარბაროსულს უწოდებს და აცხადებს, რომ ახლა ევროპის უსაფრთხოებისთვის მძიმე დროა.
ალიანსში აღნიშნავენ, რომ რუსეთი ცდილობს, ძალით დააბრუნოს საათი უკან, აღადგინოს გავლენის სფეროები და ძირი გამოუთხაროს გლობალურ წესებს, რომლებმაც ევროპა ათობით წლის განმავლობაში უსაფრთხო ადგილად შეინარჩუნეს.