საფრანგეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ემანუელ მაკრონისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი გვიან ღამით შედგა.
„პრეზიდენტი მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა რუსეთის პრეზიდენტს, მოუწოდა მას უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და შეახსენა სანქციების შესახებ, რომელიც საკუთარი ქმედებების გამო უწესდება“, - ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.