logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანი, რომ ომის ფონზე, რომელიც სამწუხაროდ, მსოფლიო თანამეგობრობამ უკრაინაში ვერ აიცილა, საქართველო და ქართული საზოგადოება იყოს ერთიანი
- +

25 თებერვალი. 2022. 11:13

 

 

„მნიშვნელოვანი, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს რეგიონშია, იმ ომის ფონზე, რომელიც სამწუხაროდ, ვერ აიცილა მსოფლიო თანამეგობრობამ უკრაინაში, საქართველო და ქართული საზოგადოება იყოს ერთიანი, მშვიდი და მტკიცე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კოჯორში, იუნკრების მემორიალთან განუცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნულით, ერთი მხრივ, უკრაინელ დებსა და ძმებს უნდა დავეხმაროთ, რათა შეწყდეს ომი უკრაინაში და მეორე მხრივ, არ დავუშვათ, რათა რეგიონში კატასტროფული ცვლილებები მოხდეს.

 

„ის ბრძოლა, რომელიც 101 წლის წინ მიმდინარეობდა და წარმატებით ვერ დასრულდა, უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. განსაკუთრებით დღევანდელ მდგომარეობაშია მნიშვნელოვანი, რომ ამ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს რეგიონშია, იმ ომის ფონზე, რომელიც სამწუხაროდ, ვერ აიცილა მსოფლიო თანამეგობრობამ უკრაინაში, საქართველო და ქართული საზოგადოება იყოს ერთიანი, მშვიდი, მტკიცე იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ჩვენ უკრაინელ დებსა და ძმებს, მივეხმაროთ, რათა შეწყდეს ომი უკრაინაში და მეორე მხრივ, არ დავუშვათ, რათა რეგიონში მოხდეს ისეთი ცვლილებები, რამაც შეიძლება კატასტროფული გავლენა მოახდინოს ზოგადად, რეგიონზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner