„25 თებერვალი ჩვენთვის დღემდე ისევე მტკივნეული და ტრაგიკულია, როგორც 101 წლის წინ, როდესაც საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა“, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„დღესაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია; დღესაც ადგილი აქვს ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას ჩვენი მოძმე უკრაინის მიმართ.
და მაინც, ოკუპაცია დროებითია, მუდმივია ღირებულებები, რაც სამშობლოს და თავისუფლებას უკავშირდება.
გმირები არ კვდებიან!
პატივი და დიდება მათ, ვინც სამშობლოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა!“ - აცხადებს კალაძე.