logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: უკრაინა ომშია, ხალხი იღუპება და ამ მარაზმატიკებმა ისევ ხელის მოთბობა დაისახეს მიზნად
- +

25 თებერვალი. 2022. 11:24

 

 

„პირველ რიგში აქვთ მცდელობა, რომ „გააპრავონ“ 2008 წელს მათ მიერ ჩადენილი ომის დანაშაული და ამ მიზნის მისაღწევად მთელი თავიანთი რესურსი, მედია, მონა ჟურნალისტები და მოკავშირეები ჩართეს, ხოლო მეორე მხრივ, საუბრობენ უკრაინის ომზე და ამას ხელისუფლებაში დაბრუნების გზად განიხილავენ“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ნიკა მელიას განცხადებას. მისი თქმით მას არ გააჩნია არც ძალა და ფული, რომ დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგას, მაგრამ ისიც რგოლია ბოროტების იმ ჯაჭვში, რომელსაც ციხიდან მართავს მათი კრიმინალი, მოღალატე ბელადი.

 

„არაფერი ისე არ მეტყველებს „ნაციონალური მოძრაობის“ შლეგ, უბოროტეს ბუნებაზე, როგორც უინტელექტო ხულიგანის ეს განცხადება. უკრაინა ომშია, ხალხი იღუპება და ამ მარაზმატიკებმა ისევ ხელის მოთბობა დაისახეს მიზნად.

 

პირველ რიგში აქვთ მცდელობა, რომ „გააპრავონ“ 2008 წელს მათ მიერ ჩადენილი ომის დანაშაული და ამ მიზნის მისაღწევად მთელი თავიანთი რესურსი, მედია, მონა ჟურნალისტები და მოკავშირეები ჩართეს, ხოლო მეორე მხრივ, საუბრობენ უკრაინის ომზე და ამას ხელისუფლებაში დაბრუნების გზად განიხილავენ. ნიკა მელიას არც იმის გონება აქვს, ეს გააცნობიეროს და არც ძალა და ფული, რომ დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგას, მაგრამ ისიც ხომ რგოლია ბოროტების იმ ჯაჭვში, რომელსაც ახლა საბედნიეროდ, ციხიდან მართავს მათი კრიმინალი, მოღალატე ბელადი“, - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner