„ეს ყურებიანი მაიმუნი, არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ვიცი, სადამდე მიიყვანა დასავლეთის ასეთმა უპასუხისმგებლო ლაყბობამ უკრაინა!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ამერიკელ მკვლევარ ლუკ კოფის, რომელმაც Twitter-ზე დაწერა „დროა, დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება“.
„ეს ყურებიანი მაიმუნი, არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ვიცი, სადამდე მიიყვანა დასავლეთის ასეთმა უპასუხისმგებლო ლაყბობამ უკრაინა! დღეს ზელენსკი იხვეწება დახმარებას, მაგრამ აცნობიერებს, რომ მარტო დარჩა და ამას ღიად ამბობს. დროა, ყველა ქართველმა იცოდეს, რომ ყველა დროს და ყველა სიტუაციაში უნდა ვიმოქმედოთ ილია ჭავჭავაძის შეგონებით - ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს! ამ არსებას და დასავლეთს კი ერთ რამეს ვურჩევდი - აჩვენეთ უკრაინას, რომ რეალურად დგახართ მათ გვერდით, გადადგით რეალური ნაბიჯები მათ დასახმარებლად, თორემ საკუთარი ხელით უთხრით ძირს დასავლურ ღირებულებებს!“ - წერს ქართველიშვილი facebook-ზე.