„მთელი მსოფლიო ამ წუთებში რასაც აკეთებს, ეს არის პირველი - მხარდაჭერა და გამხნევება უკრაინელი ხალხის და მეორე - სანქციები. განცხადებების მხრივ, სწორედაც რომ საქართველო იყო პირველი, რომელმაც გააკეთა განცხადებები, პრეზიდენტმაც, პრემიერმაც, პარლამენტის თავმჯდომარემაც“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„აღარ ვისაუბრებ რეზოლუციაზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო და მეორე იყო მსოფლიოში საქართველოს საკანონმდებლო ორგანო, რომელმაც მიიღო ასეთი რეზოლუცია. ამავე დროს ჩვენ უკვე დავიწყეთ ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში“, - განაცხადა სუბარმა.