პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კიევის დაბომბვა ტერორის აშკარა აქტია.
„კიევში ძალიან მძიმე ვითარებაა. დილით რუსებმა ქალაქის დაბომბვა დაიწყეს. დრონები საცხოვრებელ კორპუსებზე ბომბებს ყრიან. ხალხი იღუპება. ეს ტერორის აშკარა აქტია, რომელიც მიმართულია საბრძოლო სულისკვეთების განადგურებაზე, თუმცა, დედაქალაქის დაცვის უზარმაზარი სიმტკიცე არსებობს“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.