logo_geo
eng_logo
ანჯეი დუდა: რუსეთის მიერ კიევის დაბომბვა ტერორის აშკარა აქტია
- +

25 თებერვალი. 2022. 12:25

 

 

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კიევის დაბომბვა ტერორის აშკარა აქტია.

 

„კიევში ძალიან მძიმე ვითარებაა. დილით რუსებმა ქალაქის დაბომბვა დაიწყეს. დრონები საცხოვრებელ კორპუსებზე ბომბებს ყრიან. ხალხი იღუპება. ეს ტერორის აშკარა აქტია, რომელიც მიმართულია საბრძოლო სულისკვეთების განადგურებაზე, თუმცა, დედაქალაქის დაცვის უზარმაზარი სიმტკიცე არსებობს“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner