logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: პუტინს უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნით დავურეკე - ზელენსკის ინიციატივა ცეცხლის შეწყვეტა და მსჯელობის დაწყება იყო
- +

25 თებერვალი. 2022. 12:28

 

 

„ზელენსკიმ მთხოვა, პუტინისთვის ცეცხლის შეწყვეტა მეთხოვა, რადგან თავად უკრაინის პრეზიდენტი ვერ უკავშირდებოდა. ცეცხლის შეწყვეტა და მსჯელობის დაწყება იყო ზელენსკის ინიციატივა,“ - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტს გზავნილი გადასცა, თუმცა პუტინმა ომი აირჩია.

 

„რუსეთის პრეზიდენტთან ყველანაირად შევეცადეთ, რომ დიალოგი შემდგარიყო და მშვიდობა შეგვენარჩუნებინა. ვთავაზობდით შეხვედრებს ნორმანდიულ ფორმატში მინსკის შეთანხმებებზე. პუტინმა მიზანდასახულად მიიღო გადაწყვეტილება და დაიწყო ომი მაშინ, როცა საომარი მოქმედებების თავიდან აცილება შეიძლებოდა. ჩვენ უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და უკრაინის ხელისუფლებას. ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ ამავე დროს უნდა დავტოვოთ დიპლომატიური არხები ღია, რათა ცეცხლის შეწყვეტის მდგომარეობას რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ. უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნით მე დავურეკე ვლადიმირ პუტინს. ზელენსკიმ მთხოვა, პუტინისთვის ცეცხლის შეწყვეტა მეთხოვა, რადგან თავად უკრაინის პრეზიდენტი ვერ უკავშირდებოდა. ცეცხლის შეწყვეტა და მსჯელობის დაწყება იყო ზელენსკის ინიციატივა. მე პუტინს გადავეცი საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტის გზავნილი, მაგრამ როგორც ხედავთ, ამ საუბარს შედეგი არ მოჰყოლია. პუტინმა აირჩია ომი“, - განაცხადა მაკრონმა.

 

მაკრონსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner