logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: ეს არ არის კრიზისი, ეს არის ომი ევროპაში!
- +

25 თებერვალი. 2022. 12:28

 

 

„ეს არ არის კრიზისი, ეს არის ომი ევროპაში. ეს არჩევანი ვლადიმერ პუტინმა ერთდროულად რამდენიმე სამხედრო ოპერაციის დაწყებით გააკეთა,“ - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, საფრანგეთი უკრაინის დასახმარებლად 300 მილიონ ევროს გამოყოფს.

 

„ეს არ არის კრიზისი, ეს არის ომი ევროპაში. ეს არჩევანი ვლადიმერ პუტინმა ერთდროულად რამდენიმე სამხედრო ოპერაციის დაწყებით გააკეთა. ომს უკვე ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პუტინს სურს ისტორია შეცვალოს, დაგვაბრუნოს კონფრონტაციაში. პუტინის კიდევ ერთი არჩევანი საერთაშორისო სამართლის კანონმდებლობის უგულებელყოფაა. პუტინის არჩევანს გაერთიანებული ვხვდებით. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების გარდა, უკრაინისთვის ფინანსურ მხარდაჭერაზე შევთანხმდით. საფრანგეთი 300 მილიონ ევროს გამოყოფს, დახმარებას აღმოვუჩენთ თავდაცვის სფეროსა და მოსახლეობას. NATO-ს სამიტზე ჩვენ დავადასტურებთ მზადყოფნას ესტონეთში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესახებ. გავაგრძელებთ ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცის პატრულირებას, კონტინგენტს გავზრდით რუმინეთშიც. ჩვენს ისტორიაში ტრაგიკული მომენტი დაბრუნდა, ომი დაბრუნდა ჩვენს მიწაზე“,- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner