logo_geo
eng_logo
იგორ დოლგოვი: ჩვენ ვგრძნობთ მტკიცე მხარდაჭერას თბილისისგან
- +

25 თებერვალი. 2022. 12:35

 

 

„თქვენ გაქვთ გაკვეთილი მიღებული 2008 წლიდან. თქვენ იცით, რა არის ომი და დღეს უკრაინა ომშია. ჩვენ ვიბრძვით და გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ ვგრძნობთ მტკიცე მხარდაჭერას თბილისისგან“, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო უკრაინის გვერდით დგას და ამას ძალიან აფასებენ.

 

„მე მქონდა მინისტრ ზალკალიანთან, პრემიერ-მინისტრის ოფისსა და პარლამენტთან კომუნიკაცია. შევხვდი პარლამენტის სპიკერს. მქონდა სატელეფონო საუბრები იმ ქართველებთან, რომელთაც სურთ ჩვენი მხარდაჭერა და რომელთაც შემოგვთავაზეს დახმარება იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც ვერ ტოვებენ თბილისს და ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ უწყვეტ კომუნიკაციაში ვართ. ველოდებით მტკიცე გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებს ევროპაში, გაეროს უსაფრთხოების საბჭოსა და ასევე ევროკავშირის საბჭოში. ველით, რომ ისინი რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ და აგრესორის იზოლირებას მოახდენენ“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner