ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე დოღის დროს ახალგაზრდა ქალს ცხენი დაეჯახა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს თვითმხილველებმა განუცხადეს, ცხენს მეშვიდე კლასის მოსწავლე მიაჭენებდა, რომლის დროსაც ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. ქალი დაშავდა, მცირე დაზიანებები, ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად, ბავშვმაც მიიღო.
დაშავებულ ქალს სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმმა გაუწია. შემდგომი კი დაშავებული პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკუთარი ვერტმფრენით ბათუმში გადაიყვანა.