logo_geo
eng_logo
უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის ქუჩებში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს
- +

25 თებერვალი. 2022. 13:12

 

 

ქალაქ მელიტოპოლის ქუჩებში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი იგორ სუდაკოვი ავრცელებს.

 

მისი ცნობით, რუსი სამხედროები ცდილობენ ადმინისტრაციული შენობების განადგურებას ან ხელში ჩაგდება. ამასთან, როგორც ქალაქის მერი განმარტავს, მოსახლეობისთვის ყველა თავშესაფარი ღიაა.

 

„ძალიან დაძაბული ვითარებაა ჩვენი ქალაქისთვის. მტერი ცდილობს მელიტოპოლის ადმინისტრაციული შენობებისა და მისი ძალოვანი სტრუქტურების დაკავებას ან განადგურებას. ქუჩაში ბრძოლა მიდის“, - განაცხადა სუდაკოვმა.

 

მან ქალაქის მოსახლეობასაც მიმართა და მოუწოდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში არ განათავსონ.

 

„ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება - არ განათავსოთ სოციალურ ქსელში უკრაინის შეიარაღებული ძალების ან ტერიტორიული დაცვის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია. შეინარჩუნეთ სიმშვიდე! ენდეთ მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას და თავს გაუფრთხილდით!“- განაცხადა მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner