logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: დარწმუნებული ვარ, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინის მთავრობის დამხობას შეეცდება
- +

25 თებერვალი. 2022. 13:13

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის მთავრობის დამხობას შეეცდება.

 

„2014 წლამდე, ფაქტობრივად, რუსეთი საკმაოდ პოპულარული იყო უკრაინაში. რუსეთის მოწონების რეიტინგი სადღაც 70% იყო. ამჟამად, საპირისპირო სურათია. ახლა უკრაინელების 90%-ს სძულს რუსეთი და რა თქმა უნდა, ეზიზღება პრეზიდენტი პუტინი. ისინი მტკიცედ გაუწევენ წინააღმდეგობას რუსეთის ყოველგვარ მცდელობას, მათ სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და მთავრობა წაართვან“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ არსებობს შესაძლებლობა, რომ პუტინი შეეცდება, რუსული არმიის უკრაინის ფარგლებს გარეთ წინ წაწევას, თუმცა, ბლინკენის თქმით, NATO-ს მე-5 მუხლი შემაკავებელი ფაქტორია.

 

„არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ პუტინი უკრაინის ფარგლებს გასცდეს? რა თქმა უნდა, არის, მაგრამ რაღაც ძალიან ძლიერი დგას ამის გზაზე. ეს NATO-ს მე-5 მუხლია. ეს ნიშნავს, რომ თავდასხმა NATO-ს ერთ წევრზე არის თავდასხმა NATO-ს ყველა წევრზე. პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ დავიცავთ NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ძლიერი შემაკავებელი საშუალება პრეზიდენტ პუტინის უკრაინის ფარგლებს გარეთ გასვლის წინააღმდეგ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner