logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: მოღალატეობრივი და დამპყრობლის პოლიტიკის გამტარებელია რადიკალური ოპოზიციის ქმედებები და განცხადებები
- +

25 თებერვალი. 2022. 14:12

 

 

„აბსოლუტურად მოღალატეობრივი და დამპყრობლის პოლიტიკის გამტარებელია რადიკალური ოპოზიციის ქმედებები და განცხადებები საქართველოს პარლამენტში და ეთერებიდან, რაც კიდევ ერთხელ აძლევს მავანს საფუძველს, რომ საქართველოს ზიანი მიაყენოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, მე 5 კოლონა საქართველოში ვეღარ გაიმარჯვებს.

 

„ამ უმძიმეს დღეს, როდესაც რუსეთმა კიევის დაბომბვა დაიწყო, იღუპებიან ადამიანები, ჩვენ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა და მთელი მსოფლიო ლოცვით ადევნებს თვალყურს ამ ტრაგიკულ მოვლენებს!

 

აბსოლუტურად მოღალატეობრივი და დამპყრობლის პოლიტიკის გამტარებელია რადიკალური ოპოზიციის ქმედებები და განცხადებები საქართველოს პარლამენტში და ეთერებიდან, რაც კიდევ ერთხელ აძლევს მავანს საფუძველს, რომ საქართველოს ზიანი მიაყენოს. საქართველოს ყოველთვის მოღალატეები ტეხდნენ, ახლა სხვა დროა! საქართველოს მოქალაქეებმა ღალატს 2012 წელს ვუთხარით უარი! მე-5 კოლონა საქართველოში ვეღარ გაიმარჯვებს!

 

ვუსურვებ უკრაინას მალე გადალახოს ეს მოუშუშებელი ტრაგედია! ვუსურვებ ჩემს ხალხს მშვიდობასა და უსაფრთხოებას! ვუსურვებ რადიკალურ ოპოზიციას - სულ ცოტა დაფიქრდით! ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა ჩვენ და უკრაინელ ხალხს!

 

P.S. დანები და ჩანგლები, იმედია, მომარაგებული აქვს რადიკალურ ოპოზიციას“, - წერს მაია ბითაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner