logo_geo
eng_logo
რუსეთი დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებული ყველა თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს
- +

25 თებერვალი. 2022. 14:14

 

 

რუსეთი დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებული ყველა თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია „როსავიაციაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

 

უწყების განცხადებით, საჰაერო სივრცის შეზღუდვა 25 თებერვალს, ადგილობრივი დროით დილის 11:00 საათიდან შევიდა ძალაში და ვრცელდება საჰაერო ხომალდებზე, რომლებიც ეკუთვნის, იჯარით აქვს აღებული ან ექსპლუატაციაში აქვს დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებულ პირს ან რომლებიც დიდ ბრიტანეთშია რეგისტრირებული.

 

„როსავიაციაში“ აღნიშნავენ, რომ ეს ზომა მიღებულია „დიდი ბრიტანეთის საავიაციო ხელისუფლების არამეგობრული გადაწყვეტილებების“ საპასუხოდ.

 

შეგახსენებთ, გუშინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner