ლუგანსკში ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი იგორ პლოტნიცკის ავტომობილი ააფეთქეს. აფეთქებისას პლოტნიცკი ავტომობილში იმყოფებოდა.
აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. თავად პლოტნიცკი ჰოსპიტალიზებულია, მისი მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის ქვეშ ნაღმი იყო დამონტაჟებული.
სეპარატისტები მომხდარის ორგანიზატორებად „უკრაინულ დივერსიულ ჯგუფს" ასახელებენ.