ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა რუსეთისთვის დამატებით სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა.
„ავსტრალია დამატებით სანქციებს უწესებს რუსეთის მოქალაქეებს, რომელთა ფინანსური და ეკონომიკური შესაძლებლობებიც ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
შავ სიაში შეგვყავს დეპუტატები, რომელთაც ხმა მისცეს რუსეთის უკრაინაში შეჭრას. ფაქტობრივად, ვმუშაობთ აშშ-თან, რათა შევათანხმოთ შემდგომი სანქციები რუსული ტელეკომპანიების მიმართ, რომლებიც პროპაგანდას რუსულ აგრესიას უწევდნენ“, - დასძინა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.