logo_geo
eng_logo
სკოტ მორისონი: ავსტრალია დამატებით სანქციებს უწესებს რუსეთის მოქალაქეებს, რომელთა ფინანსური შესაძლებლობებიც ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია
- +

25 თებერვალი. 2022. 14:31

 

 

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა რუსეთისთვის დამატებით სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა.

 

„ავსტრალია დამატებით სანქციებს უწესებს რუსეთის მოქალაქეებს, რომელთა ფინანსური და ეკონომიკური შესაძლებლობებიც ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

 

შავ სიაში შეგვყავს დეპუტატები, რომელთაც ხმა მისცეს რუსეთის უკრაინაში შეჭრას. ფაქტობრივად, ვმუშაობთ აშშ-თან, რათა შევათანხმოთ შემდგომი სანქციები რუსული ტელეკომპანიების მიმართ, რომლებიც პროპაგანდას რუსულ აგრესიას უწევდნენ“, - დასძინა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner