25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შენობებზე დროშები დაუშვეს.
1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოში საბჭოთა ოკუპაცია 70 წელს გაგრძელდა.
საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები ეშვება.