ფეისბუქ-მომხმარებელი ნუნუშა ვასაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ აპირებს.
ვასაძე ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას აბსოლუტურად სწორს უწოდებს.
„როცა სანქცია შენ უფრო დაგაზარალებს, ვიდრე იმას, ვისაც უწესებ, ეს არის ქვეყნის მტრობა და უტვინობა! ღარიბაშვილი არც ერთია და არც მეორე! გადაწყვეტილებაც აბსოლუტურად სწორია!“ - წერს ნუნუშა ვასაძე.