logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩვენი მოძმე ერის უბედურებას იყენებენ
- +

25 თებერვალი. 2022. 15:01

 

 

„ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩვენი მოძმე ერის უბედურებას იყენებენ ადამიანები მერკანტილური ინტერესებისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებების პასუხად, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რადგან პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდა.

 

„მესმის მათი სურვილი, რომ იპოვონ თემა, სადაც შეეძლებათ შოუების დადგმით, თეატრის გამართვით თუ სხვა მეთოდით შეძლონ მათთვის ხელსაყრელი განწყობების მოპოვება საზოგადოებაში. მაგრამ, ეს აბსოლუტურად მცდარი მიმართულებაა და ერთგვარი ამორალურობაა, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩვენი მოძმე ერის უბედურებას იყენებენ ადამიანები მერკანტილური ინტერესებისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს აღარ ჩატარდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner