logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: დასავლეთის უსუსტესი პოლიტიკის შედეგად, რუსეთისგან ისეთი ურჩხული ჩამოყალიბდა, რომელიც უკვე ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება
- +

25 თებერვალი. 2022. 15:12

 

 

„დამანგრეველი სანქციებიც“ როგორ აღშფოთებასავით სასაცილო სცოდნიათ. დღეს ევროპამაც და ამერიკამაც თავის უსუსური სახე აჩვენა. ესე იგი, რა გამოვიდა, შოიგუს და ზახაროვას ყავის სმის და შოპინგის აკრძალვის გარდა, არანაირი ქმედითი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა არ აქვთ რუსეთის წინააღმდეგ?!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

 

როგორც გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს, თავის დროზე, ევროპას ფხა რომ გამოეჩინა, დღეს ამის მეასედ თავხედობას ვერ გაბედავდა რუსეთი.

 

„დამანგრეველი სანქციებიც“ როგორ აღშფოთებასავით სასაცილო სცოდნიათ. დღეს ევროპამაც და ამერიკამაც თავის უსუსური სახე აჩვენა. ესე იგი რა გამოვიდა, შოიგუს და ზახაროვას ყავის სმის და შოპინგის აკრძალვის გარდა, არანაირი ქმედითი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა არ აქვთ რუსეთის წინააღმდეგ?! 30 წელია ხომ ღიაა NATO-ს კარი? 30 წელია ხომ ვერცერთი ეფექტური ნაბიჯი ვერ გადადგა ევროპამ? 30 წელია ხომ ერთი ადგილის თამაშის მეტი არაფერი უქნია დასავლეთს? ჰოდა, ამასობაში დასავლეთის უსუსტესი პოლიტიკის შედეგად, თვალსა და ხელს შუა რუსეთისგან ისეთი ურჩხული ჩამოყალიბდა, რომელიც უკვე ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება. თავის დროზე, ევროპას ფხა რომ გამოეჩინა, დღეს ამის მეასედ თავხედობას ვერ გაბედავდა რუსეთი. 2008-ში ხომ აღშფოთდნენ, 2014-ში ხომ შეშფოთდნენ და 2022-ში კიევი კი არა, ევროპას ისიც არ უნდა გაუკვირდეს, ბერლინს რომ მიუკაკუნოს პუტინმა.

 

ქართველი და უკრაინელი ხალხი დაიღალა დასავლეთის სამარცხვინო ცეკვა-თამაშით. რა გამოდის?! 2008 წელი იყო და რუსეთთან გვაომეს. რატომ დაიღვარა მაშინ სისხლი? რა მიიღო მსოფლიო უსაფრთხოებამ, ან რა მივიღეთ ჩვენ?! ახლაც იგივე ხდება, ოღონდ უკრაინაში. საზარბაზნე ხორცად შეატოვეს უკრაინა პუტინს. ადრე თუ გვიან ეს კითხვები აუცილებლად დაისმება და პასუხების გაცემა არცთუ ისე მარტივი იქნება. P.S. ღმერთმა გააძლიეროს უკრაინა“, - წერს facebook-ზე გვიდიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner