logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მაშინ, როდესაც უკრაინაში ომია, რეგიონში უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევები არსებობს, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაკავებული ერთადერთი რამით, რომ ქვეყანაში როგორმე მოძებნონ დესტაბილიზაციის საბაბი
- +

25 თებერვალი. 2022. 15:35

 

 

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინaსა და უკრაინელ ხალხს და საქართველო ამ მძიმე მომენტში, უკრაინის მხარესაა. იმედი მაქვს, საერთაშორისო საზოგადოება შეძლებს ამ ომისა და რუსეთის აგრესიის შეკავება, მოხდება დეესკალაცია და უკრაინის მშვიდობიანი მომავლი იქნება გარანტირებული“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა და უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მან ასევე პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, რომელსაც მან „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი პოლიტიკური შოუ უწოდა.

 

„მაშინ, როდესაც უკრაინაში ომია, რეგიონში უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევები არსებობს, საერთაშორისო ლიდერები ფიქრობენ, თუ როგორ უპასუხონ ამ გამოწვევას, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაკავებული ერთადერთი რამით, რომ ქვეყანაში როგორმე მოძებნონ დესტაბილიზაციის საბაბი, ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას და ის, რაც ბევრჯერ წააგეს დემოკრატიულ არჩევნებში, როგორმე სხვა გზით მიიღონ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner