logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: უკრაინის მხარდასაჭერ მიტინგზე გადაღლილმა „ნაც-ლიბერასტულმა“ ელიტამ განტვირთვა ღამის კლუბებში გადაწყვიტა
- +

25 თებერვალი. 2022. 15:37

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„უკრაინის მხარდასაჭერ მიტინგზე გადაღლილმა „ნაც-ლიბერასტულმა“ ელიტამ განტვირთვა ღამის კლუბებში გადაწყვიტა.

 

მთელი ღამის განმავლობაში „ბასიანსა“ და სხვა ღამის კლუბებში ნარკო-ტაბლეტებით, ველური როკვით და გარყვნილებით აპროტესტებდნენ უკრაინის დაბომბვას...

 

დღესაც გრძელდება „უკრაინის მხარდასაჭერი პროტესტი“ და ღამის კლუბები საღამოს 9 საათიდან კვლავ ელიან „ნაც-პატრიოტებს“, რათა ერთად გააპროტესტონ ცეკვით და ღრეობით „ომი უკრაინაში“.

 

P.S. ირონიის გარეშე - მაშინ, როდესაც კიევი იბომბებოდა, ესენი ცეკვავდნენ - წარმოიდგინეთ, რუსები რომ შემოვიდნენ, რას იზამენ?  ისევე, როგორც 2008 წელს, სულ ცეკვა-ცეკვით გაიქცევიან წითელ ხიდზე“, - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner