logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: თქვენ დააწესეთ სანქციები ბანკებზე, მაგრამ რუსული ჯარი აგრძელებს შეტევას
- +

25 თებერვალი. 2022. 15:49

 

 

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ლიდერებს მიმართავს. მისი თქმით, მათი სანქციების მიუხედავად, რუსეთი შეტევას აგრძელებს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის უკრაინაში შეჭრა ევროპის წინააღმდეგ ომის დაწყების წინაპირობაა.

 

„ეს არ არის მხოლოდ რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ეს არის ომის დასაწყისი ევროპის წინააღმდეგ. უკვე მეორე დღეა, ჩვენი ქალაქები ექვემდებარებიან სარაკეტო თავდასხმებსა და ბომბდამშენებს, საჰაერო თავდასხმებს, ტანკების კოლონებს - ამას უკვე მეორე დღეა ევროპა ხედავს.

 

ჩვენ არ ვიცით, რას აპირებთ ამასთან დაკავშირებით და როგორ აპირებთ დაცვას, როდესაც ასე ნელა ეხმარებით უკრაინას. თქვენ დააწესეთ სანქციები ბანკებზე, მაგრამ რუსული ჯარი აგრძელებს შეტევას, აგრესიის შეჩერება მაინც შეგიძლიათ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ, ხალხო, გამოდით ქალაქების მოედნებზე და მოითხოვეთ ომის დასრულება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner