„არის ასეთი პრაქტიკა, როდესაც მტრის ჯარები უახლოვდებიან დედაქალაქს, ფარული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფები გამოდიან აურზაურის შესაქმნელად და მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად, სწორედ ამას ჰქონდა ადგილი კიევში“, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
„რუსი „ხულიგნების“ ჯგუფი იყო ობოლონში, ლუკიანოვკში და როგორც ვიცი, პეჩერსკშიც იყო ხანმოკლე სროლა. ახლა ეს ყველაფერი შეწყდა. დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფები განადგურებული ან დატყვევებულია“, - განაცხადა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა.