„ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის ერთადერთ ინტერესს წარმოადგენს, როგორმე ძალაუფლების მიღება სხვა გზებით, რადგან დემოკრატიულ არჩევნებში ისინი უკვე ბევრჯერ დამარცხდნენ. მათი ერთადერთი საზრუნავი და ამოცანა ეს არის“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას და ხელისუფლებას აქვს ბევრად დიდი პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება.
„მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს დიამეტრალურად დიდი პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება, დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები, ასევე იყოს საერთაშორისო საზოგადოების საიმედო პარტნიორი და გადადგას ნაბიჯები, რომელიც რეალურად ემსახურება უსაფრთხოებას. შესაბამისად, ამ ორ განსხვავებაში, თუ როგორ იქცევა „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია, ეს მარტივი ასახსნელია, მათ სხვა ინტერესი არ აქვთ. პრემიერ-მინისტრს, მთავრობას და ხელისუფლებას აქვს ბევრად დიდი პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება. დღეს მთავარი ეკონომიკური, პოლიტიკური სამხედრო ბერკეტები არის მსოფლიო ლიდერი სახელმწიფოების ხელში. ამ ფონზე და ამ ვითარებაში საქართველოს 20% ოკუპირებულია, ოკუპაცია გრძელდება და მხოლოდ ელემენტარული დაფიქრება იმას, თუ რაოდენ ემოციებზე მანიპულირებს „ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ამ საკითხზე საუბრობს. საქართველო თუ რამე ნაბიჯის გადადგმა შეეძლო ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საქართველომ ამ წლების განმავლობაში გადადგა ყველა ნაბიჯი ისე, რომ ჩვენ ქვეყანაში დაცულია მშვიდობა და უსაფრთხოება. მთავარი ეკონიმიკური, სამხედრო და პოლიტიკური ბერკეტები მსოფლიო ლიდერი სახელმწიფოების ხელშია და როდესაც ისინი მსჯელობენ, რისი გაკეთებაა შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობის“ ეს განცხადებები კომიკური. პრემიერ-მინისტრი ამოდიოდა ამ რეალობიდან, როდესაც განცხადება გააკეთა ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში საქართველოს მონაწილეობაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.