logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მთავარია რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს პოზიცია თავიდანვე გამოხატა
- +

7 მარტი. 2016. 21:53


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, კონსტიტუციაში განისაზღვროს, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა, შეუძლებელია "ქართულ ოცნებასა და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის დაპირისპირების საგანი გახდეს.


მთავარია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ" ეს პასუხისმგებლობა და პოზიცია თავიდანვე გამოხატა და მისი დაფიქსირება და ხაზგასმა აუცილებელია ყველა შემთხვევაში. ასეც ნუ ვიტყვით, ხმები გვეყოფა თუ არა. ინიცირების პროცესი დაიწყება, ამის თაობაზე განაცხადა პრემიერმა. ფაქტია, რომ ის ვალდებულება და სულისკვეთება, რაც „ქართულ ოცნებას" გააჩნია, ამ ინიციატივაში ჩანს", - განაცხადა ვოლსკიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner