„დღეს საქართველოს სჭირდება ერთიანობა, ამისკენ მოგვიწოდებს NATO, დასავლეთი,“ - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა ბრიუსელიდან „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
იგი უკრაინასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
„დღეს საქართველოს სჭირდება ერთიანობა, ამისკენ მოგვიწოდებს NATO, დასავლეთი. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, დადგან საცირკო წარმოდგენა, იაფფასიანი თეატრალური ჟესტი, დასავლეთისთვის სრულიად ზედმეტი, სრულიად გაუგებარია. ემსახურება მათ ვიწროპარტიულ ინტერესებს. არ ვიცი, საქართველოში ეს როგორ ჩანს, მაგრამ აქედან სასაცილოდ გამოიყურება“, - განაცხადა ხელაშვილმა.