logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: აბსოლუტურად სწორი და სახელმწიფოებრივია ღარიბაშვილის მთავრობის გადაწყვეტილება
- +

25 თებერვალი. 2022. 16:50

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

 

„აბსოლუტურად სწორი და სახელმწიფოებრივია ღარიბაშვილის მთავრობის გადაწყვეტილება, საქართველო, რომელსაც სააკაშვილის მიერ შემოყვანილი რუსული ტანკები დედაქალაქიდან 40 კილომეტრში უდგას, არ შეუერთდეს სიაფანდ და მოვალეობის მოხდის მიზნით დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

 

ხელისუფლება არ უნდა აჰყვეს რუსეთის ,,მეხუთე კოლონის" - ნაცოპოზიციის პროვოკაციებს, რომლებიც გამიზნულია იმისათვის, რომ უკრაინის შემდეგ რუსული აგრესიის სამიზნე ხელახლა გახდეს საქართველო!

 

სრული მხარდაჭერა პრემიერ ღარიბაშვილის გონივრულ პოლიტიკას ამ ურთულეს და საბედისწერო ვითარებაში.

 

მშვიდობა საქართველოს!“- წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner