„სანქციების არდაწესებაზე რომ იჭაჭებით, იმ ხალხმა, იქნებ ფიქრი იქიდან დაიწყოთ, თბილად სახლში ჯდომის და აქ კაკუნის საშუალება რომ გაქვთ, ხელისუფლების დამსახურებაა“, - წერს სოციალურ ქსელში facebook-მომხმარებელი ეკატერინე ქარდავა.
როგორც ქარდავა წერს, სოლიდარობის გამოხატვის სხვა გზებიც არსებობს.
„სანქციების არდაწესებაზე რომ იჭაჭებით, იმ ხალხმა, იქნებ ფიქრი იქიდან დაიწყოთ, თბილად სახლში ჯდომის და აქ კაკუნის საშუალება რომ გაქვთ, ხელისუფლების დამსახურებაა.. ჰუმანიტარული დახმარების გაცემას რომ ითხოვთ, თუ არ მოითხოვეს, როგორ უნდა გავცეთ?! დავუშვათ, დავუწესეთ სანქციები (რა ბერკეტით, არ ვიცი, მაგრამ მაინც), რას მიიღებს ამით რუსეთი და რას - ჩვენ, გიფიქრიათ?! სოლიდარობის გამოხატვის სხვა გზებიც არსებობს. რა გინდათ?! ომში გინდათ ჩაითრიოთ ქვეყანა?! ამისკენ მოუწოდებთ და ამიტომ ამუნათებთ ხელისუფლებას?! ჩასაფრებულხართ, იქნებ როგორმე აიძულოთ ხელისუფლება, რამე შეეშალოს და ამ დროს თავად ხელი რამეს გამოკრათ! უკრაინის პრეზიდენტის ჩამოსვლას რომ გვახსენებთ 2008 წელს, ის აქ 13 აგვისტოს ჩამოვიდა, როცა საომარი მოქმედებები 2 დღის დასრულებული იყო, 2 დღის გაცემული იყო ბრძანება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.. ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა კი, სანამ ჩვენ დაგვიწუნებს საქციელს, თავის კავშირში იკითხოს, რა გააკეთა უკრაინაში ომის შესაწყვეტად?! ჰო, კიდევ, აქ ვიღაცებს „ჯაან ლომ გლცხვენიათ“ ქართველობის, 2008-ში არ გრცხვენოდათ იმ ხელისუფლების გამო, რომელიც ან ქვეყნიდან გარბოდა, ან მიწაზე ფორთხავდა?!“ - წერს ეკატერინე ქარდავა facebook-ზე.