logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაფერი ეს დღეს უნდა იყოს მაგიდაზე, რადგან საუბარია ყველა ჩვენგანის, მთელი ევროპის წინაშე არსებულ საფრთხეზე
- +

25 თებერვალი. 2022. 16:54

 

 

„ჩამოვთვლი, რაც უკვე მოხდა. ამისთვის ჩვენ მადლობელი ვართ. აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის სექტორალური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. კერძოდ, ყველა უმსხვილესი ბანკის წინააღმდეგ, ყველა უმსხვილესი რუსული საწარმოს წინააღმდეგ, დასავლურ ტექნოლოგიებზე რუსეთის წვდომის წინააღმდეგ. თუმცა რუსული ტანკები ჯერ კიდევ ესვრიან ჩვენს ქალაქებში საცხოვრებელ სახლებს. ჯავშანტექნიკა ჯერ კიდევ უტევს მათ შორის სამოქალაქო პირებს, უკრაინის რიგით მოქალაქეებს. ევროპა ფლობს საკმარის ძალას, რომ შეაჩეროს ეს აგრესია. რას ველოდოთ კიდევ ევროპული სახელმწიფოებისგან? რუსებისთვის ვიზების გაუქმებას? SWIFT-ისგან გათიშვა? რუსეთის სრულ იზოლაცია? ელჩების გაწვევა? სანავთობო ემბარგო? საჰაერო სივრცის დახურვა? ყველაფერი ეს დღეს უნდა იყოს მაგიდაზე, რადგან საუბარია ყველა ჩვენგანის, მთელი ევროპის წინაშე არსებულ საფრთხეზე. ჯერ კიდევ შესაძლებელია აგრესიის შეჩერება. საჭიროა დაუყოვნებლივი მოქმედება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

ამასთან ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, რომ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა შეაჩერონ ადამიანების სიკვდილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner