logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: NATO-მ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას
- +

25 თებერვალი. 2022. 16:54

 

 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს კრიტიკით გამოეხმაურა. ერდოღანის თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა მტკიცე პოზიცია არ დაიკავეს. ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს ინფორმაციას.

 

ჰაზრათ ალის მეჩეთში ლოცვის შემდეგ განცხადებების გაკეთებისას ერდოღანმა თქვა, რომ NATO-ს უფრო გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადაედგა.

 

„NATO-მ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას. როგორც ჩვენი საელჩო, ასევე საკონსულოს გენერალური შტაბი მზად არიან გადადგან ნებისმიერი ნაბიჯი.

 

სამწუხაროდ, ევროკავშირს და ყველა დასავლურ ქვეყანას, ამ მომენტისთვის, არ აქვს სერიოზული და მტკიცე პოზიცია“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ რუსეთს სრუტეების გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ ფლოტის ბაზაზე დასაბრუნებლად შეუძლია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner